LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4268
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, წნევის ცვალებადობა, უგუნებობა და საერთო ფიზიკური თუ ემოციური დისკომფორტი. საჭიროების შემთხვევაში მიზანშეწონილია პროფილაქტიკური მედიკამენტების მიღება.

კომუნიკაცია რთულდება მერკურის რეტროგრადულობის ფონზე, რაც 11 აგვისტომდე გაგრძელდება. მოსალოდნელია ტექნიკური შეფერხებები, გაუგებრობები ურთიერთობებში და ინფორმაციის გაცვლის შეფერხება. ამავდროულად, შესაძლებელია ძველი საქმეებისა და მიზნების განხორციელება ახლა უფრო მოსახერხებელი გახდება.

დღეს განსაკუთრებულად ძლიერდება ინტუიცია. შეგიძლიათ დაეყრდნოთ შინაგან ხმას და გააკეთოთ სწორი არჩევანი.

პარტნიორული ურთიერთობები – გაითვალისწინეთ რომ სიჯიუტე კონფლიქტს გამოიწვევს. მოერიდეთ დაძაბულ საუბრებსა და გადამეტებულ ემოციებს.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელი, ფარისებრი ჯირკვალი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავი. მკურნალობის კუთხით ეფექტურია შარდსასქესო და რეპროდუქტული სისტემის გაძლიერება, ასევე სუნთქვითი ვარჯიშები. თუმცა ეს დღე ტრავმულია – საჭირო ხდება ფიზიკური სიფრთხილე. საკვებში მოერიდეთ ცივ და გაზიან სასმელებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე განსაკუთრებით შესაფერისია ვაჭრობისთვის, უძრავი ქონების გარიგებებისთვის, სამშენებლო მასალების, ტანსაცმლისა და ავეჯის შეძენისთვის. ასევე ხელსაყრელია მეგობრული კონტაქტები, ხელოვნებით ან შემოქმედებით საქმიანობა, აგრარული სამუშაოები და სარემონტო პროცესი. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში – არ იჩქაროთ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება და აკონტროლეთ ხარჯები.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთოა მალაქიტი, ონიქსი, აქატი, ზურმუხტი და მარჯანი. ფერებიდან კი თქვენს ენერგიასა და შარმს გააძლიერებს ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი, მწვანე და ტერაკოტისფერი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროსა და კირჩხიბისთვის, შედარებით რთულია – ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები