LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

745
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის. აღნიშნული შესაძლოა თავის ტკივილის, უგუნებობის და წნევასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს.

აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ მიმართულება დაკარგული მთავრის პერიოდს, ამ პერიოდში, უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ავარიებისა და ტრავმების მიზეზი, დღე ასევე გეომაგნიტური და ტრავმულ-ავარიულია და ამ მხრივ ყურადღებით იყავით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე კარგია რეცხვისთვის, ნადირობისთვისა და თევზაობისათვის, გეგმების დასახვისთვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, საგამოძიებო საქმიანობისათვის,  

დღე ნეგატიურია რენტგენისა და სხივური თერაპიისთვის, აგრეთვე გინეკოლოგთან ვიზიტისთვის, არ არის სასურველი ნოტარიული საბუთების გაფორმება. ახალი საქმის დაწყება, ახალი თანამშრომლის მიღება სამსახურში. დღე ნეგატიური ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა, რეპროდუქციული სისტემა, ღვიძლი, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს სასურველი არ არის.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დღეს გამოიყენეთ ოპალი, ობსიდიანი, თოფაზი, მარჯანი და ფირუზი, ფერებიდან კი შავი წითელი, ლურჯი, ცისფერი, ყვითელი და იისფერი, – ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია კუროს და კირჩხიბისთვის, დღეს ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსნებსა და მერწყულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები