LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3279
მიხეილ ცაგარელი

დღეს მნიშვნელოვანია ემოციური მდგრადობა და თავშეკავება. არ აჰყვეთ პროვოკაციებს და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს – მაღალია განწყობის ცვალებადობისა და აგრესიული რეაქციების რისკი.

დღე ხელსაყრელია ვალების დაბრუნებისთვის. შესაძლოა მევალეებმა თავად შეგახსენონ ფინანსური ვალდებულებები.

საღამოს საათებში მოსალოდნელია დაძაბულობა, წყენა, პრეტენზიულობა და კამათისკენ მიდრეკილება. აკონტროლეთ აგრესია და ეგოისტური იმპულსები.

პარტნიორული ურთიერთობები – არ არის რეკომენდებული სერიოზული საკითხების განხილვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ემოციური ფონი ამისთვის არასახარბიელოა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოა სწრაფად შესასრულებელი, მცირე მასშტაბის საქმეებისთვის, ტექნიკასთან მუშაობისთვის და ხელმძღვანელებთან კომუნიკაციისთვის.ნაკლებად წარმატებული იქნება ქორწინება, ნიშნობა, ფინანსური ოპერაციები, კაპიტალის ინვესტირება და სტომატოლოგიური პროცედურები (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური აქტივობის მატება უარყოფითად აისახება ზოგად მდგომარეობაზე. მოსალოდნელია არტერიული წნევის მატება, თავის ტკივილები, უგუნებობა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას, თავს, ცხვირსა და გრძნობათა ორგანოებს. რეკომენდებულია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში – პროფილაქტიკური მედიკამენტების გამოყენება. არ გადაიღალოთ თვალები. თავი შეიკავეთ თმის შეჭრისგან.

ეფექტური იქნება თირკმელების, კანის, ყელისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. საკვებ რაციონში უპირატესობა მიანიჭეთ ხილსა და უცხიმო საქონლის ხორცს. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.

დღის ფერები და მინერალები – დადებითი ენერგიების მოსაზიდად და შარმის გასაძლიერებლად რეკომენდებულია წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ცისფერი ტონების გამოყენება.

მინერალებიდან ეფექტურია ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სარდიონი.

ზოდიაქოს ნიშნებისთვის – დღე წარმატებული იქნება ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბისა და თხის რქისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები