LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1291
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:49-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, მოერიდეთ კონფლიქტს, ეცადეთ გადაჭრათ ყველა პრობლემა კომპრომისის მოძიებით.

მოერიდეთ შურიან ადამიანებთან ურთიერთობას, რათა დაიცვათ თავი ნეგატიური ენერგიისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და დიეტის დასაწყებად. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის მიღებისა და ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ფარისებრ ჯირკვალს და თირკმელებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ბეჟი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები