LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2526
მიხეილ ცაგარელი

არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რომლის შესრულება დღესაც შეგიძლიათ.

მოერიდეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა გუშინდელი მთვარის დაბნელების შემდეგ დღესაც მაღალი იქნება.

მოერიდეთ ნერვიულობას, არ ღირს ზედმეტად გადაღლა.

შეეცადეთ აპატიოთ ახლობლებს ძველი წყენა.

აკონტროლეთ აგრესია, სიჯიუტე, სიხისტე და ზედმეტი პირდაპირობა.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება პარტნიორთან ურთიერთობისას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სპორტული ინვენტარის და საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმლის და ხორციანი კერძების მირთმევას. კარგი დღეა კანის, ყელის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები