დღეიდან 14 ოქტომბრამდე ცის კაბადონზე სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტა – ვენერა, გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად გაიზრდება ყურადღება პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებში წესრიგისა და სისუფთავისადმი, ტრადიციების პატივისცემისადმი, ორგანიზებულობის, პრაგმატულობისა და პუნქტუალურობისკენ. ერთდროულად განვითარდება წვრილმანებისადმი მიდრეკილება, პირდაპირობა, სიჯიუტე და კრიტიკულობა. ეს მოვლენა ხელს შეუწყობს მედიცინის, მეცნიერების, პედაგოგიკის, საბანკო და ფინანსური სისტემების განვითარებას, მათ შორის მატერიალური კუთხით.
დღის რეკომენდაცია – დღევანდელ დღეს საჭიროა მეტი ყურადღება მოვლენათა მსვლელობის მიმართ. შესაძლებელია უმაღლესი ძალებისგან მხარდაჭერის მიღება. მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში განახორციელეთ, ხოლო შემდგომ მოვლენებმა შესაძლოა არაპროგნოზირებადი ელფერი მიიღონ. გაუფრთხილდით გულს, მოერიდეთ გადაღლას, სიმძიმეების აწევას, აბანოს, სოლარიუმს, საუნას, ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფლის შეცვლას, ნიშნობასა და ქორწინებას. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება: გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი, ნაღვლის სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან დღის განმავლობაში სასარგებლოა: ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა, სერდოლიკი; საღამოს განსაკუთრებით: მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი.
ფერებიდან დღის განმავლობაში ხელსაყრელია: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი; საღამოს კი ბეჟი, ნაცრისფერი და მწვანე ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ტყუპების და მშვილდოსნისთვის. შედარებით დაძაბულია ქალწულისთვის და მორიელისთვის.