დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ემოციური და მგრძნობიარე თევზების, მთვარე კი გაბედული და შეუპოვარი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა. მოერიდეთ სარკაზმს და უკმეხ გამონათქვამებს, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ პარტნიორთან ურთიერთობას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება, მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ რენტგენსა და სხივურ თერაპიას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.