LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1512
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეგობრული და მეტად მოსიყვარულე ლომის, მთვარე კი მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

არ ღირს აღებული ვალდებულებების უგულებელყოფა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ მათი შესრულება.

კარგი დღეა ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან უსიამოვნებების და კონფლიქტების მოსაგვარებლად.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული სწორედ დღეს აღადგინოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორთან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე –  სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კბილების, ძვლების და სახსრების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ოპალი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები