LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4215
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური ენერგიებით დატვირთული დღეა, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ფიზიკური და ემოციური კომფორტის შენარჩუნებისთვის. თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს ან სხვა დისკომფორტს, ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები. დაუთმეთ საკმარისი დრო დასვენებას და ორგანიზმის განმუხტვას.

დღე ხელს უწყობს სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, თუმცა მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების პირადი სივრცის პატივისცემა.

ჯანმრთელობა – სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქტიული სისტემა, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება და მოვლა.მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას – ორგანიზმი მიდრეკილია თვითგაწმენდისკენ და გადატვირთვა არასასურველია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – არ არის რეკომენდებული სხივური თერაპია. ნეგატიური ტენდენციები და ვენერიული დაავადებების გავრცელების რისკი მაღალია. დაუშვებელია ახალი საქმის ან საქმიან პარტნიორული ურთიერთობის დაწყება. ასევე არასასურველია ბინის შეცვლა, სესხის აღება და ნოტარიული საბუთების გაფორმება.

მგზავრობისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება და წინდახედულება, მოერიდეთ გადაჭარბებულ რისკებს. დღე ხელს უწყობს თვითშემეცნებას, მანქანის ყიდვა-გაყიდვას, ნადირობას, თევზაობას, შინაური ცხოველების შეძენას და სამედიცინო კვლევით საქმიანობას.

დღის ფერები და მინერალები – დღეს დადებითი ენერგიების მოსაზიდად რეკომენდებულია ოპალი, ტოპაზი, ონიქსი და ქრიზოპრაზი. სასიკეთოა წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ფერის ტონები, რომლებიც თქვენს მიზიდულობასა და შარმს გააძლიერებენ.

სიზმარი – დღევანდელი სიზმრები ხშირად მინიშნებებს გაძლევენ მომავალი წარმატების შესახებ.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია კუროსთვის, კირჩხიბისთვის და თხის რქისთვის. შედარებით დაძაბულია ლომისთვის, სასწორისთვის, მშვილდოსნისთვის და მერწყულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები