LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2845
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და მიზანდასახული ვერძის, მთვარე კი კომუნიკაბელური და გონებამახვილი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ საიდუმლოს გათქმას, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ რძის პროდუქტის მიღებისგან. კარგი დღეა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ლაბრადორი, ჰელიოტროპი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები