LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

913
მიხეილ ცაგარელი

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 25 აპრილამდე რეტროგრადულობის ფონზე ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, საგრძნობლად გართულდება ინფორმაციის მიღება და გადამოწმება, პარტნიორებთან მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა, შეფერხდება ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, არაა გამორიცხული მწყობრიდან გამოვიდეს კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ეცადეთ სწორედ ამ პერიოდში დაფაროთ ვალები და შეასრულოთ გაცემული დაპირებები, დაასრულოთ ძველი საქმეები და დაუბრუნდეთ ძველ ურთიერთობებს, რათა გამოასწოროთ შეცდომები.

აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ სიფრთხილე კოლეგების მიმართ, რადგან დღეს განსაკუთრებით გაძლიერდება შური და ბრაზი, ბევრი ეცდება ინტრიგებითა და ვერაგობით მიაღწიოს საკუთარ მიზანს.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს საქმის გარჩევა და პარტნიორისთვის ბრალდებების წაყენება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა უძრავი ქონების და ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, ახალი ავეჯის შეძენისა და ძველის შეკეთებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი სიმართლის მტკიცება, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა და მორგება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. სასიკეთო დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაამდიდრეთ კვების რაციონი წიწიბურათი და ჭვავის პურით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი, აქატი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები