LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1080
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი – დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ 23:31-დან 01:00 საათამდე, როცა მთვარის ნეგატიური ენერგია პიკს აღწევს. ამ პერიოდში მძღოლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ – კონცენტრაციის დაქვეითება და ყურადღების მოდუნება შესაძლოა ავარიებისა და სხვა სახიფათო სიტუაციების მიზეზი გახდეს.

დღე გეომაგნიტურია და თანმიმდევრობით მოჰყვება ორი დამატებითი გეომაგნიტური დღე – ხვალ და ზეგ. ამ ფონზე ყველაზე დაუცველი სისტემებია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. თუ შეინიშნება თავის ტკივილი, საერთო დისკომფორტი ან გუნება-განწყობის ცვლილება – აუცილებელია წნევის გაზომვა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური პროფილაქტიკა.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობაში სიფრთხილე. მოერიდეთ გაღიზიანებასა და ბრაზს პარტნიორის მიმართ. ეცადეთ მკაფიოდ და კეთილგანწყობით აუხსნათ თქვენი პოზიცია. შესაძლოა დღის განმავლობაში გეგმების ცვლილება გახდეს საჭირო. გაუფრთხილდით სიტყვებს – არასწორად ნათქვამმა ფრაზამ შეიძლება სერიოზული გაუგებრობა ან განხეთქილება გამოიწვიოს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის. წარმატებას შეიძლება მოიტანოს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, კოსმეტიკის, ავეჯის, მუსიკალური მოწყობილობების შეძენამ. ხელს უწყობს ქორწინებას, სასიყვარულო ურთიერთობებს, მეგობრულ კონტაქტებსა და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას. კარგი პერიოდია ხელოვნების ნიმუშების შესაძენად, აგრეთვე პარტნიორული თანამშრომლობის გასაფართოებლად.

ჯანმრთელობა – დღე შედეგიანია კბილების, ტერფების, ლიმფური და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. რეკომენდებულია ალერგენული პროდუქტებისგან თავის შეკავება – როგორიცაა თხილი, თაფლი, ცხარე და შებოლილი საკვები. შეამცირეთ სითხის მიღებაც. არ არის რეკომენდებული მარილიანი საკვები.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ყელის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლისა და კანის მიმართულებით. ოპერაციები ამ ორგანოებზე, თუ გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, სჯობს გადადოთ.

დღის ფერები და მინერალები – დღეს სასარგებლო იქნება ნეფრიტის, ლაზურიტის, ჟადეიტის, საფირონისა და ტოფაზის ტარება. დადებითად იმოქმედებს ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი და მწვანე ფერები.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით წარმატებულია ვერძის, სასწორისა და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული ენერგეტიკული ფონია კირჩხიბისა და კუროსთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები