LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1790
მიხეილ ცაგარელი

ეცადეთ დღევანდელიო დღე მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ, სამყარო დღეს გარკვეულ გამოცდას მოუწყობს თქვენ სულიერ მდგრადობას და უნარს, გაარჩიოთ ნამდვილი მეგობრები, საეჭვო მეგობრებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მოგზაურობისათვის, ლაშქრობისთვის, სპორტული ღონისძიებებისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნეგატიური  დღეა ელექტრობის რემონტი, ნუ გადაღლით თვალებს, არ ვარგა დღეს მძაფრი სურნელი. მოერიდეთ ქორწინებას, ხელშეკრულებების დადებას, ფინანსურ ოპერაციებს, თმის შეჭრას, წესების დარღვევასა და კამათს.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა, კბილების ზონა, გრძნობათა ორგანოები.  

დღის ფერები და მინერალები – წითელი ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი. რაც შეეხება მინერალებს, გამოიყენეთ: ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სერდოლიკი, ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპების, ლომის, მშვილდოსნისთვისა და მერწყულისათვის, შედარებით დაძაბულია დღე კირჩხიბებისა და ქალწულისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები