LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

688
მიხეილ ცაგარელი

ნუ გასცემთ იმ დაპირებებს, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

მოერიდეთ კონფლიქტებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

თავი შეიკავეთ რისკისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი პედანტიზმის გამოვლენა და წვრილმანებს ჩაძიება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თვალების, ლიმფური და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით, მჭლე ხორცით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები –  ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები