დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებლებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
ასევე ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული, ანუ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც რამდენიმე წუთს გასტანს – დაიწყება 16:29 საათზე და გაგრძელდება 16:35 საათამდე. ამ მცირე მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ამცირებს კონცენტრაციასა და ყურადღებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
ცის კაბადონზე საინტერესო მოვლენაა: დღეიდან მოქმედების, საქმიანობისა და შრომისუნარიანობის მმართველი პლანეტა მარსი 9 აპრილამდე გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში. აღნიშნული ზეგავლენა გააძლიერებს ადამიანებში ქორეოგრაფიულ მონაცემებს, ცეკვისადმი მიდრეკილებას, შემოქმედებით ნიჭს, ქველმოქმედების სურვილს, ინტუიციას, ემოციურობას, დიპლომატიურობასა და არტისტულობას. ამავე დროს შესაძლოა გააქტიურდეს ნეგატიური თვისებებიც, როგორიცაა ილუზიები, გადაჭარბებული ფანტაზია და ტყუილისადმი მიდრეკილება. ამ ტენდენციებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ – ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი და ადვილად ნუ ენდობით სხვებს.
დღის რეკომენდაციები – ხვალინდელი მთვარის დაბნელების წინ დღეს ნუ აყვებით პროვოკაციებს და ნუ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც არ გსურთ. დრო და ენერგია ნუ დახარჯავთ წვრილმანებზე.
პარტნიორული ურთიერთობები – მოსალოდნელია არაადეკვატური რეაქციები, ამიტომ ამისთვის მზად იყავით და აკონტროლეთ სიტყვები.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ სოლარიუმს და აბანოს, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. ასევე მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, ნერვიულობასა და გადაღლას.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე კარგია პრეზენტაციებისა და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. არ არის რეკომენდებული ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება.
დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ბრილიანტი, გიშერი, ქარვა და სარდიონი.ფერებიდან სასურველია ყვითელი, ლურჯი და ბეჟი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით რთული და ნეგატიურია კუროს, კირჩხიბისა და ქალწულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.