LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 ოქტომბერის ასტროლოგიური პროგნოზი

4044
მიხეილ ცაგარელი

2 ოქტომბერს მზე იმყოფება სასწორის მშვიდობიან და დიპლომატიურ ნიშანში, ხოლო მთვარე – თავისუფლებისმოყვარე და მეგობრულ მერწყულში. ამ გავლენების ფონზე დღეს უფრო მეტად გამოიკვეთება ჩვენი სურვილი ჰარმონიის, თავისუფლებისა და მეგობრული ურთიერთობებისკენ.

დღის რეკომენდაციები – მნიშვნელოვანია დაპირებების შესრულება. კარგი დროა საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად. მოსალოდნელია ახალი ნაცნობების გამოჩენა, რამაც შესაძლოა მომავალში მნიშვნელობა შეიძინოს. დღეს და ხვალ იუმორი ყველა გარემოცვაში სათანადოდ ვერ აღიქმება. მეგობრულ წრეში საიდუმლო შესაძლოა ვერ შეინახონ და თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.

პარტნიორული ურთიერთობები – სასურველია, მეტად დაეყრდნოთ რეალურ ფაქტებს და არა ფანტაზიებს. სანამ რაიმეს იტყვით, კარგად გააზრეთ და მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს.

დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმეებისთვის, მეგობრულ კონტაქტებისთვის, კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამეცნიერო საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, სამშენებლო სამუშაოებისა და ბინის შეცვლისთვის. ასევე კარგია დიეტის დაწყება და გართობა.

ჯანმრთელობა – სასიკეთოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობა. სასურველია მჭლე ხორცის, ბოსტნეულის და ზღვის პროდუქტების ჩართვა რაციონში, რაც დადებითად იმოქმედებს იმუნიტეტზე. თავი უნდა აარიდოთ თვალების გადაღლას და დიდხანს ფეხზე დგომას – ჯობია სიარული, ვიდრე ხანგრძლივი მდგომარება.

დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა და ვენების ზონა, ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან დადებითად მოქმედებს: აქვამარინი, საფირონი, ციტრინი, ცირკონი და ჟადეიტი. ფერებიდან სასიკეთოა: ნეონისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი, წითელი და ვარდისფერი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. შედარებით დაძაბულია ქალწულის, თხის რქისა და თევზებისათვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები