LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1618
მიხეილ ცაგარელი

ენერგეტიკულად მძიმე დღეა, რადგან ახალმთვარეობა მზის დაბნელებას ემთხვევა.  მართალია, პიკს დაძაბულობა 22:45 საათზე მიაღწევს, მაგრამ მთელი დღე რთული იქნება. მზის და მთვარის ენერგიების შეერთება შავ მთვარესთან, დაღმავალ კარმულ კვანძთან და პლანეტა მერკურისთან ერთი-ორად გააძლიერებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, აგრესიის და დეპრესიის, მანიაკალური აზრებისა და მოქმედებების, პარაზიტობისა და ღალატის, დასმენისა და უსამართლობის ალბათობას.

პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული მოგივიდეთ კონფლიქტი, რომელიც პარტნიორთან დაშორებას გადაგაწყვეტინებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება, სარისკოდ მოქმედება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან, ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე გიშერი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ქარვა და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები