მზე იმყოფება ქალწულის ნიშანში, რაც ხაზს უსვამს შრომისმოყვარეობას, წესრიგს, ნებისყოფას და ორგანიზებულობას. მთვარე თხის რქაში მოქმედებს პრაგმატულად, რაც ამ თვისებებს კიდევ უფრო აძლიერებს თითოეულ ჩვენგანში.
დღეიდან 18 სექტემბრამდე, მერკური გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში, რაც ხელს უწყობს გონებამახვილობას, უცხო ენების ათვისების უნარს, სისუფთავის და წესრიგისადმი მიდრეკილებას, ორგანიზებულობას, დისციპლინას და პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
დღის რეკომენდაციები – დღეს ხელსაყრელია ახალი საქმეების დაგეგმვა, შეხვედრების ჩატარება და პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევა. დღეს ურთიერთობებში გაზრდილია კომუნიკაციის ეფექტურობა, სასარგებლოა თანამშრომლობა, რაც ხელს უწყობს საერთო მიზნების მიღწევას. მოერიდეთ საქმიანი ურთიერთობის დაწყებას, ქორწინებას ან ახალი თანამშრომლების მიღებას სამსახურში.
პარტნიორული ურთიერთობები – რეკომენდებულია პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესება – კარგი იქნება გასეირნება ან ერთობლივი სადილი.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების, კოლექციური საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის. ნეგატიურად მოქმედებს სიმძიმეების აწევა, მკვეთრი მოძრაობა, ფინანსური ოპერაციები და ვაჭრობა. აუცილებელია ალერგიების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე.
ჯანმრთელობა – დღეს ეფექტურია კუჭ-ნაწლავის, მკერდის მკურნალობა, მასაჟი და ფიზიკური ვარჯიში ზომიერად. სუსტდება ხერხემალი, ძვლოვანი სისტემა, სახსრები და კბილების ზონა. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.
დღის მინერალები და ფერები – დღის ენერგეტიკას გაძლიერებს ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი, რომლებიც იზიდავენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ახალი შესაძლებლობების გახსნას უწყობენ ხელს. ფერებიდან მიზიდულობასა და შარმს გაძლიერებს ყავისფერი, ყვითელი, მწვანე, კრემისფერი და ლურჯი ტონალობები.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძისა და სასწორის ნიშანთათვის.