დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც თავის ტკივილის, უგუნებობის, წნევის მიზეზი შეიძლება გახდეს.
დღეს აქტიური ადამიანები მეტად მიაღწევენ წარმატებას.
ხასიათში მოიმატებს ეგოიზმი, სულსწრაფობა, აგრესია. ნუ იკამათებთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე სასიკეთოა ვარჯიშისთვის, ექსკურსიისთვის, ტურისტული ლაშქრობისთვის, მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის
მოერიდეთ სესხის აღება-გაცემას, წესების დარღვევას, ქორწინებას, ხელშეკრულებების დადებას, თმის შეჭრას, სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას.
ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, სერდოლიკი, ისინი მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ, ცისფერ, ლურჯ ტონებს, ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.
ჯანმრთელობა – სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები. მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე ყოფნას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულისთვის, შედარებით ნეგატიურია ქალწულისთვის, მორიელისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.
დღეს და ხვალ, არ უნდა გადაიღალონ შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები: მერწყული, თევზები, ვერძი, კურო. გადაღლის შემთხვევაში, ისინი უფრო გაღიზიანებულები ხდებიან და უფრო მეტად უშვებენ შეცდომებს.