მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი დაიწყება 16:28 საათზე და გაგრძელდება 24:00 საათამდე. ამ დროის მონაკვეთში ადამიანის ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც შესაძლებელია გახდეს არასასურველი ტრავმების და ავარიების მიზეზი. ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებით მძღოლებისა და ქვეითებისთვის.
დღე გეომაგნიტურად აქტიურია, რაც დამატებით ტვირთს აყენებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უმადობა, წნევის ცვალებადობა. რეკომენდებულია წნევის რეგულარული გაზომვა და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური მედიკამენტების გამოყენება.
დღის რეკომენდაციები – არასასურველია კამათი, საბუთებზე ხელმოწერა, ბიზნესის დაწყება, ავტომობილის სწრაფად მართვა. ემოციური ფონი მოიმატებს – ადამიანები მეტად მგრძნობიარე, სენტიმენტალური და ემოციურად მოწყვლადები გახდებიან.
პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ გადამეტებულ მზრუნველობას – ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლოა დამღლელი ან შემაწუხებელი აღმოჩნდეს პარტნიორისთვის.
ჯანმრთელობა – დღე შედეგიანია კბილების, სახსრების, მუხლების, ხერხემლისა და ძვლოვანი სისტემის მკურნალობისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მთლიანობაში, დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით ფოტოგრაფიისა და კულინარიის მიმართულებით. დადებითად გამოირჩევა საქმიანობა, რომელიც სწრაფად კარგავს აქტუალობას. დღეს კარგია ვაჭრობა, საოჯახო და სანათესაო ურთიერთობები, მცენარეების დარგვა და გადარგვა, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ცხოველებისთვის საჭირო ნივთების შეძენა.
მოერიდეთ ქორწინებას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სესხის აღებასა და დაპირებების გაცემას – ეს დღე არ უწყობს ხელს მსგავს მნიშვნელოვან ნაბიჯებს.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასურველია ზურმუხტის, თოფაზის, ოპალის, მარგალიტისა და აქატის გამოყენება – ეს ქვები დაგეხმარებათ სასიკეთო კოსმოსური ენერგიის მოზიდვაში. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ თეთრ, მწვანე, იისფერ, ცისფერ და ვერცხლისფერ ტონებს – ისინი გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შინაგან შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისთვის. შედარებით დაძაბულია მშვიდლოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.