LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1490
მიხეილ ცაგარელი

გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, ყურადღებით შეისწავლეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა.

მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს და საქმის გარჩევას.

მოერიდეთ რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

პარტნიორული ურთიერთობა – უნდობლობისა და უთანხმოების მიუხედავად, მაინც არ ღირს ნაადრევი დასკვნების გაკეთება და პარტნიორისთვის დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, გარიგებებისა და ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტების და გამოცდების ჩაბარება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით და ხორცით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ონიქსი, ზურმუხტი, აქატი, მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის და ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები