LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2495
მიხეილ ცაგარელი

დღე ხასიათდება გეომაგნიტური ფონით, რაც განპირობებულია დღევანდელი ახალმთვარეობითაც. მოგეხსენებათ, ახალმთვარეობა მძიმე ენერგეტიკული დღეა და უკავშირდება მზისა და მთვარის ენერგიათა შეერთებას მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. მზისა და მთვარის ენერგიების ასეთი დაძაბული თანხვედრა დღის განმავლობაში, განსაკუთრებით დილის საათებში, შესაძლოა გამოიხატოს კონფლიქტებით, აგრესიით, დეპრესიული განწყობებით, სხვადასხვა ცდუნებებითა და შეცდომების დაშვების მაღალ ალბათობით. ნაწილი თქვენს შორის შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესების წინაშეც აღმოჩნდეს ან გამოიკვეთოს ტრავმული და ავარიული ტენდენციები.

დღის რეკომენდაციები – ნეგატიური გამოვლინებების ტენდენცია მაღალია, ამიტომ გამოიჩინეთ ყურადღება, ნუ აყვებით პროვოკაციებს, თავი აარიდეთ სულსწრაფობას და ნუ გაამჟღავნებთ საიდუმლოს. ეცადეთ, დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ და ემოციურ სტაბილურობას დაეყრდნოთ.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანის არე. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები უმჯობესია ჩატარდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ხორცეულის მიღებას. ასევე, დღეს არასასურველია სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. არ გირჩევთ მკვეთრ მოძრაობებსა და სიმძიმეების აწევას.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – მთლიანობაში, დღე ხელს უწყობს სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას, თუმცა მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალი საქმის დაწყებასა და სარისკო მოქმედებებს. ასევე არ არის სასურველი ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება ან გასესხება. თავი შეიკავეთ ვაჭრობისგან, ქორწინებისგან, ახალი კავშირების დამყარებისა და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებისგან. სამაგიეროდ, დღე ხელსაყრელია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის, სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო საქმიანობისთვის.

დღის მინერალები და ფერები – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი, გიშერი დადებით ენერგიებსა და შესაძლებლობებს მოიზიდავს. ფერებიდან სასარგებლოა ყვითელი, თეთრი, ბეჟი, ცისფერი და მწვანე ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად მოქმედებს ქალწულისა და მორიელის ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება ვერძისა და ტყუპებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და წარმატების საშუალო ტენდენციებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები