ნუ ენდობით გარშემომყოფებს და თავად გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა. არ ღირს ფარულ სასიყვარულო ურთიერთობებში ჩაბმა, რადგან ადრე თუ გვიან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და სერიოზული უსიამოვნებების მიზეზი გახდება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და უცხოელი კოლეგების გასაცნობად, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და თვალებს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, გაგატი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარს და მომხიბვლელობას, დაგიცავენ ნეგატიური ძალების გავლენისგან, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროს, კირჩხიბისა და ქალწულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ სასწორი, მშვილდოსნი და მერწყული.