LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3567
მიხეილ ცაგარელი

დღეს მთელი დღის განმავლობაში შესამჩნევია ემოციური ცვალებადობა და კონცენტრაციის დაქვეითება, განსაკუთრებით კი 10:45-დან 14:25 საათამდე, როცა მთვარის ნეგატიური ენერგია აღწევს პიკს. ეს პერიოდი მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან – ყურადღება დუნდება, რაც შეიძლება გახდეს ტრავმებისა და უსიამოვნებების მიზეზი.

დღის საერთო რჩევაა: იმოქმედეთ პრინციპით „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. მოერიდეთ ამპარტავნებასა და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასებას. თავმდაბლობა და სიფრთხილე დაგიცავთ ზედმეტი სტრესისგან.

პარტნიორული ურთიერთობები – კარგი დროა ურთიერთობების განმტკიცებისთვის. დღე ხელსაყრელია ოჯახის წევრების გაცნობისთვის, მეგობრული შეკრებებისთვის ან ერთობლივი სადილის მოწყობისთვის.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ, დღეს დაუძლურდება ფილტვები, ყელი, ენდოკრინული სისტემა, ხელები და მხრები. მოერიდეთ უჰაერო, ჩაკეტილ სივრცეებში დიდხანს ყოფნას, ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვასა და ემოციურ გადაღლას. არ არის რეკომენდებული მძიმე საგნების აწევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს ხელსაყრელია საკომუნიკაციო ტექნიკის შეძენა, მშენებლობა, ახალი ნაცნობობა, ნიშნობა ან ქორწინება, აგრარული საქმეების დაგეგმვა და შემოქმედებითი მუშაობა.

დღის მეორე ნახევარში კარგია საქმიანი პრეზენტაციები, აუქციონები, მიმოწერა და შეხვედრები, თუმცა არ არის რეკომენდებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და სარემონტო სამუშაოები. მოსალოდნელია ჭორები და ინტრიგები, რაც მოითხოვს დისტანციურ დამოკიდებულებასა და ემოციურ კონტროლს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის – მათ ენერგია და თავდაჯერება წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. შედარებით რთული დღეა ქალწულისთვის და მორიელისთვის – სიფრთხილეა საჭირო ჯანმრთელობასა და ემოციურ რეაქციებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები