LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2901
მიხეილ ცაგარელი

დღეს მიზნის მიღწევა შედარებით გაადვილდება, განსაკუთრებით საღამოს საათებში. მოიმატებს ინტუიცია, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების უფრო სწორად წარმართვას. კარგი დროა ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის, რაც განახლებისა და შინაგანი სივრცის ორგანიზებას წაახალისებს.

ამავდროულად, რეკომენდებულია თავი შეიკავოთ თქვენი იდეების ზედმეტად აქტიური ან არაეფექტური გამოხატვისგან. ყველა სახის ურთიერთობებში გამიჩინეთ მეტი  – მოთმინება, ტაქტი და თავშეკავება.

პარტნიორული ურთიერთობა – მნიშვნელოვანია მშვიდი ტონი და კამათის თავიდან არიდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელსაყრელია მცირე მასშტაბის, სწრაფად შესასრულებელი საქმეებისათვის, ტექნიკასთან მუშაობისა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის. აგრეთვე, წარმატებით წარიმართება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და სპორტული აქტივობები.

ასევე შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა, რაც დადებითად აისახება განწყობასა და ენერგეტიკულ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, ნაკლებად გაამართლებს ქორწინება, ნიშნობა, ფინანსურ ოპერაციები, კაპიტალის დაბანდება და ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. სტომატოლოგიური პროცედურები მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაშია რეკომენდებული.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით, გეომაგნიტური გავლენა შესაძლოა უარყოფითად აისახოს გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია წნევის მერყეობა, თავის ტკივილი, ენერგიის დაცემა და ზოგადი გაღიზიანებადობა. რეკომენდებულია ფიზიკური გადატვირთვის თავიდან აცილება და წნევის კონტროლი. განსაკუთრებით სუსტდება თავი, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები და სისხლძარღვოვანი სისტემა. რაციონიდან სასურველია ამოიღოთ ცხიმიანი საკვები და ალკოჰოლი.

დღის ფერები და მინერალები – დღის დადებითი ფერები იქნება წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან წარმატებას და ენერგეტიკულ ბალანსს შეუწყობენ ხელს ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სერდოლიკი.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღე ექნებათ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანსა და მერწყულს. შედარებით სიფრთხილეა საჭირო კუროს, ქალწულის, მორიელისა და თევზების ნიშანთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები