გაზაფხულის ბუნიაობის საკრალური დღეა. სწორედ დღეს გაიხსნება კოსმიური პორტალი, მომატებს დღე და ნათელი ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ილოცეთ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის, ჩაიფიქრეთ სურვილები და განეწყვეთ პოზიტიურად.
დღეს, 13:03 საათზე მზე ერთი თვით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რაც ერთის მხრივ, მიზანდასახულობას და შეუპოვრობას, გონებამახვილობას და კომუნიკაბელურობას, მეორეს მხრივ, აგრესიას და ეგოიზმს, სიჯიუტეს და უყაირათობას გააძლიერებს.
კარგი დღეა პატიებისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან უთანხმოების მოგვარებისა და ურთიერთობის აღდგენისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სწავლისა და ახალი ცოდნის შეძენისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის, ინვესტიციებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სარდიონი, ამეთვისტო, იაგუნდი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და თევზებს.