LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

145
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:21-დან 17:53 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა, პარტნიორის მოტყუება და მისი გრძნობებით მანიპულირება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის, საჩუქრების და აქსესუარების, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შეძენისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ძვლოვანი სისტემის, ხერხემლის, სახსრების, მუხლების და კბილების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ცხარე კერძებისა და ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი, მარგალიტი, ბრილიანტი, ქარვა და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები