LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2588
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც 13:25 საათზე იწყება და 14:27 საათამდე გრძელდება. ამ დაახლოებით ერთსაათიან პერიოდში უარყოფითი მთვარის ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

ამასთანავე, დღე რთული და გეომაგნიტურია, რაც განსაკუთრებულად მოქმედებს გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლილება. დღის პირველ ნახევარში ადამიანებში შეიძლება გამოიკვეთოს აგრესიული ან დეპრესიული განწყობა, რაც გააძლიერებს შინაგან შიშებს, წყენას, კონფლიქტებისკენ მიდრეკილებას, ეჭვიანობასა და შეცდომების დაშვების ალბათობას.

დღის რეკომენდაცია – ვინაიდან ნეგატიური გამოვლინებების ტენდენცია იზრდება, დღეს აუცილებელია ფრთხილი და თავშეკავებული მიდგომის გამოვლენა. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ სარკასტულ გამოთქმებსა და მწვავე რეაქციებს. არ დაიწყოთ ახალი საქმეები და შეეცადეთ დღე მშვიდად გაიაროთ. სასარგებლოა შერიგება და პატიება. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ კუროს, მორიელისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს – აკონტროლეთ შინაგანი გაღიზიანება.

დღის ნეგატიური ტენდენციები – დღეს არ არის სასურველი ფულის სესხება ან გასესხება, ყიდვა-გაყიდვა, მგზავრობა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მოერიდეთ რენტგენოლოგიურ და სხივურ თერაპიას, პარტნიორულ თანამშრომლობას, ახალი თანამშრომლის მიღებას სამსახურში და ბინის ან ადგილსამყოფელის შეცვლას.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ასევე ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ალკოჰოლისა და ხორცეულის ჭარბ მოხმარებას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით რთული და დაძაბული იქნება მორიელისა და თხის რქის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით ჩაივლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები