დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც დამატებით დატვირთვას უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის არასტაბილურობა და ზოგადი დისკომფორტი. აუცილებელია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში წამლების პროფილაქტიკური მიღება.
დღის რეკომენდაციები – დღის განმავლობაში მოერიდეთ ზედმეტ ნდობას განსაკუთრებით პარტნიორებისა და ახალი ნაცნობების მიმართ. სჯობს დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას და იმოქმედოთ ზომიერად. მაღალია მოტყუებისა და ემოციური არასტაბილურობის ალბათობა, ამიტომ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ ან პირად გადაწყვეტილებებს. დღეს სასურველია იმუშაოთ უკვე დაწყებულ საქმეებზე, ჩვეული ტემპით და დისციპლინირებულად.
პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში მოერიდეთ დაძაბულობას და დაპირისპირებას. სირთულეების გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდი ტონით, დიპლომატიისა და კომპრომისის გზით. ემოციების კონტროლი დღეს თქვენი მთავარი ინსტრუმენტი იქნება წარმატების მისაღწევად.
ჯანმრთელობა – შედეგიანია კბილების, გრძნობათა ორგანოების და სისხლძარღვების მკურნალობა. არ არის რეკომენდებული სითხის დიდი რაოდენობით მიღება, მარილიანი საკვები, თხილი, თაფლი და სხვა ალერგიული პროდუქტები. სუსტი ზონებია – ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანი. მოერიდეთ გადაღლასა და სტრესს.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწრაფად შესასრულებელი საქმეებისათვის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, აქსესუარების, პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და ავეჯის შესაძენად. ხელს უწყობს კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, პარტნიორულ თანამშრომლობასა და საიუბილეო საღამოების ორგანიზებას. არ არის რეკომენდებული მოძრავი ქონებით ვაჭრობა ან ფინანსური გარიგებები.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო მინერალებია ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და თოფაზი, რომლებიც იზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან რეკომენდებულია ნარინჯისფერი, ბეჟი, ლურჯი, ცისფერი და ყვითელი ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ლომისა და სასწორის წარმომადგენლებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროსა და კირჩხიბის ნიშნებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და ემოციური ბალანსის მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.