LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

2182
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:00-დან 16:57 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ სარკაზმსა და უკმეხი გამონათქვამების გამოყენებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ხელოვნების და ანტიკვარული ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ხელშეკრულებებისა და ოფიციალური დოკუმენტების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და იისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომისა და სასწორისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები