LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

169
მიხეილ ცაგარელი

22:15 საათიდან დაიწყება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც ღამის პირველ საათამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მცირდება ყურადღება და კონცენტრაციის უნარი, ამიტომ ნებისმიერი საქმისა და გადაადგილებისას სიფრთხილეა საჭირო. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს.

დღის რეკომენდაციები – დღის პირველი ნაწილი ხელსაყრელია შემოქმედებითი ნიჭისა და არტისტული უნარების გამოსავლენად, მასაჟის ჩატარებისთვის და გადაუჭრელი საკითხების გადაწყვეტისთვის.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას მოერიდეთ. ემოციური ფონი შეიძლება იდუმალ მოვლენებთან შეხვედრასა და ბედის ცვლილებას უკავშირდებოდეს, თუმცა ახალი პარტნიორობის დასაწყებად ენერგეტიკა არ არის გამამხნევებელი. ასევე არასასურველია ქორწინება.

ჯანმრთელობა – დღეს ეფექტურია თვალების, ვენების და ნერვული სისტემის მკურნალობა. მოერიდეთ აბანოსა და საუნას, ფიზიკურ გადაღლას, ზედმეტ ნერვიულობასა და გულზე გადატვირთვას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – პოზიტიურია შემოქმედებითი საქმიანობა, კულტურული და გასართობი ღონისძიებები, ახალი საქმის დაწყება, ახალი თანამდებობის დაკავება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, საჩუქრებისა და ძვირფასი ნივთების შეძენა. ნეგატიურია ფინანსური გარიგებები, პრეტენზიების გამოხატვა, ხელშეკრულებების დადება და ნებისმიერი სახის ფიზიკური გადაღლა.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან რეკომენდებულია ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდონიქსი, სერდოლიკი და ქარვა. ხოლო ფერებიდან – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ბეჟი ტონები გააძლიერებს თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად იმოქმედებს ვერძის, ტყუპების და სასწორის ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება თხის რქისა და თევზებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები