LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1685
მიხეილ ცაგარელი

დღესაც გეომაგნიტური დღეა. გეომაგნიტური ენერგიები, ისევე როგორც გუშინ და გუშინწინ, პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, განწყობის ცვალებადობა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. აკონტროლეთ წნევა. დაბალი წნევისას გამოიყენეთ ყავა, ხოლო მაღალი წნევისას შესაბამისი მედიკამენტები, რათა ორგანიზმი წესრიგში მოიყვანოთ.

დღის ზოგადი ტენდენციები:

იყავით ფრთხილად, რადგან მაღალია ფინანსური სირთულეების ალბათობა, ასევე მოიმატებს კონფლიქტები და დაპირისპირებები პარტნიორულ (მათ შორის ბიზნეს) ურთიერთობებში. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. თუ დაგეგმილი გაქვთ შეთანხმებების მიღწევა ან ხელშეკრულებების გაფორმება, ჯობია გადადოთ.

აკონტროლეთ საკუთარი თავი, ნუ იცრუებთ და ნურც სხვებს მისცემთ მოტყუების უფლებას. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს შფოთვა, უსიამოვნო განცდები, დაუფასებლობის შეგრძნება, სარკაზმი და გაუგებრობები. მოვლენების სუბიექტური აღქმა დღეს საგრძნობლად იზრდება.

დღის რეკომენდაციები:

დღე სასიკეთოა სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, წყლის პროცედურებისთვის, უცხოელებთან კონტაქტისა და საკონსულოებთან ურთიერთობისთვის, მოგზაურობისთვის, ექსკურსიებისა და ტურისტული ლაშქრობებისთვის, სამგზავრო ბილეთებისა და სპორტული ინვენტარის შესაძენად.

კარგი დღეა სპორტული ღონისძიებებისთვის, პრეზენტაციებისთვის, აუქციონებისთვის, კაპიტალდაბანდებებისთვის (მათ შორის საზღვარგარეთ), იურიდიული და სასამართლო საქმეებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, საიუბილეო საღამოებისა და დაჯილდოებებისთვის. მოვერიდოთ დღეს მშენებლობას, ყურის გახვრეტასა და სისხლის გადასხმას. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები გვამცნობენ შემდგომი თქვენი ცხოვრებისეული წარმატებების შესახებ.

ჯანმრთელობა:

დღეს ეფექტურია ფილტვების, ხელების, ბრონქების, მხრებისა და მეტყველების მკურნალობა. სამაგიეროდ, სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ არის რეკომენდებული.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო ენერგიებისა და შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ბრილიანტი და ლალი. ფერებიდან, ტანსაცმელში წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები (მცირე დეტალების სახითაც კი) საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიზანსწრაფვასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე ძალიან კარგია ტყუპებისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია კირჩხიბისა და ქალწულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები