LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1907
მიხეილ ცაგარელი

მარსის, იუპიტერის და შავი მთვარის პლანეტარული ენერგიების შერწყმა 9 მაისამდე, ნეგატიურად აისახება ქვეყნებსა და ადამიანებს შორის კომუნიკაციაზე. გართულდება ურთიერთგაგების და საერთო ენის მოძიება, მოიმატებს კონფლიქტები, იურიდიული და პოლიტიკური, იდეოლოგიური და რელიგიური დაპირისპირებები, უცხოელი ემისრების აგრესიული შემოტევები, არაა გამორიცხული ბევრმა სცადოს ომის პროვოცირება და ბოროტებით წარმატების მიღწევა.  

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან არაა გამორიცხული სწორედ დღეს დაინახოთ ფარისეველი ნაცნობების რეალური სახე.

გულდასმით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, გაითვალისწინეთ ხანდაზმული ქალბატონების რჩევები.  

პარტნიორული ურთიერთობა –  მოიმატებს შური და ეჭვიანობა პარტნიორის მიმართ.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. არ ღირს ნერვიულობა და გულის ზედმეტად გადაღლა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან, შებოლილი და ცხარე საკვებისგან.  

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ფეხის კუნთებს და ნერვულ სისტემას.  

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები