მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:25-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მზებუდობის ენერგეტიკულად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სრულდება ბუნებრივი წელი. ამასთანავე, მზე და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური თხის ზოდიაქოს ნიშანში გადავლენ, რაც ადამიანებში დისციპლინას და ორგანიზებულობას, მოთმინებას და ნებისყოფას, შრომისუარიანობას და პასუხისმგებლობის გრძნობას გააძლიერებს.
არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს. მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც უმიზეზოდ ღიზიანდებიან ყველაფერზე.
კარგი დღეა სურვილის ჩასაფიქრებლად, რადგან სწორედ დღეს გაქვთ მისი ასრულებს შანსი!
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ოფიციალური დოკუმენტების გასაფორმებლად. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. უსიამოვნებები ელით მშვილდოსანს და მერწყულს.