LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

533
მიხეილ ცაგარელი

ზამთრის ბუნიობის საკრალური დღეა. ილოცეთ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის, უსურვეთ ყველას სიკეთე და ჩაიფიქრეთ სურვილები. დღევანდელ დღეს იხსნება კოსმიური პორტალიც ძლიერი პოზიტიური ენერგიებით, სწორედ ამიტომ იძენს განსაკუთრებულ ძალას ლოცვა და სურვილების ჩაფიქრება. 

მზის ერთი თვით თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, დისციპლინას და ორგანიზებულობას, პრაგმატულობას და პრაქტიკულობას, მოთმინებას და ნებისყოფას, შრომის უნარს და  მიზანდასახულობას, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და სიხისტეს, უკმეხობას და უხეშობას გააძლიერებს.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პატიებისთვის და ძველ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. აკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. კარგი დღეა თვალების და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები