LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

787
მიხეილ ცაგარელი

საკრალური დღეა – ე.წ. ზამთრის მზებუდობა, როდესაც ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე დგება. ამ დროს სრულდება მზის მანათობლის ერთწლიანი გზა ზოდიაქოს ნიშნებში.

მზე დღეიდან ერთთვიან პერიოდში გადაინაცვლებს თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ზამთრის მზებუდობის მთავარი მანიშნებელია. აღნიშნული ცვლილება ადამიანებში უახლოეს თვეში მეტად გააძლიერებს ორგანიზებულობას, დისციპლინას, შრომისმოყვარეობას, შეუპოვრობას, ნებისყოფას, პრაგმატულობას, ასევე – სიჯიუტესა და პირდაპირობას.

დღის რეკომენდაციები – კარგი იქნება თუ ამ დღეს დადებითი განწყობით შეხვდებით; იოცნებებთ ან ჩამოწერთ თქვენს სურვილებს. დღეს იხსნება კოსმიური პორტალი და პოზიტიური ენერგიები შემოდის, რაც ხელს შეუწყობს თქვენი სურვილების შემდგომ განხორციელებას.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები და მუხლების ზონა. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები უმჯობესია ჩატარდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ სტომატოლოგიურ ჩარევებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა. ასევე, ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას, სიმძიმეების აწევასა და მკვეთრ მოძრაობებს.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის. გაუფრთხილდით ძვირფასეულობას და შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა. კარგი დღეა პატიებისა და შერიგებისთვის, ბინის მოწყობისთვის, ახლობლებთან თბილი კომუნიკაციისთვის. უსურვეთ ყველას ბედნიერება. თუმცა, მოერიდეთ ქორწინებასა და ახალი კავშირების დამყარებას. დღე პოზიტიურია მოლაპარაკებებისთვის, სარესტავრაციო საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობა-თევზაობისთვის და კოლექციის შესაგროვებლად.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კუროს და კირჩხიბის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია მშვილდოსნის და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და გამოვლინდა წარმატების საშუალო ტენდენციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები