LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3265
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:28-დან 15:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირებით თხის რქისა და კირჩხიბის ზოდიაქალურ ღერძზე გაიზრდება ცდუნებების და შეცდომების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების, ავარიების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების ალბათობა. მოერიდეთ ხალხმრავლობას, რათა დაიცვათ თავი ბოროტი თვალისა და ენერგოველის დაბინძურებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და საქმიანი შეხვედრების გამართვა, ფულის სესხება და ვალად აღება, ვაჭრობა და კომერცია, სავაჭრო და საბანკო ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან, მოერიდეთ ალერგიული და ბიოდანამატებიანი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ძვლოვან და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ვარდისფერი, ასევე გიშერი, ონიქსი, საფირონი, აკვამარინი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები