LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1652
მიხეილ ცაგარელი

დღეს სიფრთხილე გმართებთ წყალთან. მაღალია წამლებით მოწამვლის ალბათობაც, ამიტომ იყავით ყურადღებით.

 ეცადეთ, დაიცვათ სულიერი წონასწორობა და ამავდროულად აქტიურად იმოქმედოთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს კარგია სახლის კეთილმოწყობა, ახლობლებთან ურთიერთობა. დღეს მოსალოდნელია მშობლებთან პრობლემების წარმოქმნა, ამიტომ მეტი თავშეკავება გმართებთ.

ეს დღე სასიკეთოა მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის, ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, კოლექციის შესაგროვებლად, ნადირობისთვის და თევზაობისთვის.

მოერიდეთ ტატუს, მანუალურ მასაჟს, სიმძიმეების აწევას, ქორწინებას, ახალი კავშირების დამყარებას.

ჯანმრთელობა – სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები და მუხლები.

დღეს ეფექტურია კანის, ფრჩხილების მოვლა. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ბოსტნეული, ხილი, ხორცი, ზღვის პროდუქტები, ეს ყველაფერი სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენს ორგანიზმზე.

არ არის სასურველი თხილის, თაფლის და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღება. მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებსაც.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და გიშერი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. .

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ კრემისფერს, მწვანეს, ოქროსფერ, ლურჯ, ყვითელ ტონებს. ეს ფერები თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი უახლოეს 20 დღეში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კუროებისთვის. შედარებით დაძაბულია ლომთათვის, სასწორთათვის, მერწყულთათვის და მშვილდოსანთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები