LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

393
მიხეილ ცაგარელი

დღეს ზაფხულის მზებუდობაა – წლის ყველაზე გრძელი დღე და უმოკლესი ღამე. ეს დრო გამოირჩევა განსაკუთრებული კოსმოსური ენერგიებით, რომლებიც სიკეთითა და პოზიტივით ავსებენ სივრცეს. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია ლოცვა, დადებითი სურვილების ჩათქმა და სამყაროსთვის სიკეთის გაგზავნა. დღის განმავლობაში აქტიურდება პოზიტიური ენერგეტიკული პორტალები, რაც ხელს უწყობს ოცნებების რეალიზებას – განსაკუთრებით მაშინ, როცა გულწრფელად და კეთილგანწყობით ვწერთ ჩვენს სურვილებს.

მზე ერთი თვის განმავლობაში კირჩხიბის ზოდიაქოში იმოძრავებს. ეს ასტროლოგიური ფაზა ადამიანებში გააძლიერებს მგრძნობელობას, ემოციურობას, სენტიმენტალურობასა და ინტუიციას. იმავე დროს კი, შესაძლოა გაამწვავოს შიშები, შინაგანი გაურკვევლობა და ხასიათის ცვალებადობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში არ აღმოვჩნდეთ სხვათა ზეგავლენის ქვეშ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს სასურველია გულის გახსნა, სიყვარულისა და მხარდაჭერის გამოხატვა – არა მხოლოდ საყვარელი ადამიანის, არამედ მთელი სამყაროს მიმართ.

ჯანმრთელობა – დღის ენერგია შედარებით სენსიტიურ ზემოქმედებას ახდენს ყელზე, ფარისებრ ჯირკვალზე, ენდოკრინულ სისტემასა და სწორი ნაწლავის ფუნქციონირებაზე. განსაკუთრებული საჭიროების გარეშე უმჯობესია ოპერაციული ჩარევებისგან თავი შეიკავოთ. ასევე მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებსა და ცივი ან გაზიანი სასმელების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია სიყვარულის, მეგობრობისა და რომანტიკული ნაცნობობის გასაძლიერებლად. წარმატება ახლავს შემოქმედებით და კულტურულ აქტივობებში ჩართვას, ქორწინებასა და შემოქმედებით თვითგამოხატვას. ნაკლებად რეკომენდებულია შორეული მოგზაურობა.

დღის ფერები და მინერალები – პოზიტიური ენერგიის მოსაზიდად დღის განმავლობაში სასურველია ლიმონისფერი, ტერაკოტისფერი, მწვანე, ბეჟი და ცისფერი ტონების ტარება. მათთან ერთად, მინერალებიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას მოგცემთ ზურმუხტი, მალაქიტი, აქატი, მარგალიტი და ონიქსი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით იღბლიანია კირჩხიბისა და თხის რქის წარმომადგენლებისთვის. ვერძებსა და სასწორებს კი მეტი სიფრთხილე მართებთ —დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები