LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1578
მიხეილ ცაგარელი

აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების შესაძენად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მცენარეების დარგვა და გადარგვა, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თევზით, ქათმის ფილეთი და წიწიბურათი. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სერდოლიკი, სარდიონი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ლომისა და მერწყულს ზოდიაქოს ნიშნებთან ერთად, რადგან დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა და სიმშვიდის შენარჩუნება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები