მზე დღეს იმყოფება მორიელის მეტად უშიშარ, ინტუიციურ და მებრძოლ ნიშანში, ხოლო მთვარე – აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და ოპტიმიზმით აღსავსე მშვილდოსანში. ამ ზეგავლენის შედეგად აღნიშნული თვისებები მეტად იჩენს თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში დღის განმავლობაში.
დღის რეკომენდაცია – გუშინდელი ახალმთვარეობის შემდეგ სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით გზაში. აკონტროლეთ წნევა და შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. კარგი იქნება თუ დღეს ხასიათში მეტ იუმორსა და ოპტიმიზმს ჩართავთ. თქვენი ახალი გეგმები უმჯობესია გაასაიდუმლოთ და არ გაამჟღავნოთ ნაადრევად.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს სარკაზმის ტენდენცია მოიმატებს, ამიტომ ყურადღებით იყავით, რათა ზედმეტი პირდაპირობით ან ხისტი ტონით არ დაძაბოთ ურთიერთობები.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის და რწმენის გასაძლიერებლად. დადებითი ტენდენციებია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელებთან ურთიერთობისა და დიპლომატიური კონტაქტებისთვის, მათ შორის საელჩო დონეზეც. ხელს უწყობს ექსკურსიებს, ტურისტულ მოგზაურობებსა და სწავლის პროცესს. ასევე წარმატებულია ხელშეკრულებების დადება. მოერიდეთ მშენებლობასა და მძიმე ფიზიკურ სამუშაოებს.
ჯანმრთელობა – ეფექტურია ფილტვების, ბრონქების, მხრებისა და ხელების მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები და მასაჟი.
დღის მინერალები და ფერები – ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ქარვა და იაგუნდი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან კი წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება ქალწულისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით ჩაივლის.