LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ოქტომბერის ასტროლოგიური პროგნოზი

2765
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც ახალმთვარეობასთანაა დაკავშირებული. მისი პიკი 16:26 საათზე დგება, თუმცა ზეგავლენას მთელი დღის განმავლობაში ახდენს და იწვევს ენერგეტიკულ დაძაბულობას. ამიტომ იყავით ფრთხილად – თუ თავს იგრძნობთ ცუდად, გაწუხებთ თავის ტკივილი, უგუნებობა ან სხვა დისკომფორტი, მიაქციეთ ყურადღება წნევას და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ პროფილაქტიკურ ზომებს.

განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ 16:26-დან 19:44 საათამდე, როდესაც დაიწყება მიმართულებადაკარგული მთვარის ანუ ე.წ. უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დროს როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს მოეთხოვებათ მაქსიმალური ყურადღება, რათა თავიდან აიცილონ ტრავმული ან ავარიული შემთხვევები.

დღეს მზისა და მთვარის ენერგიები ერთიანდება სასწორის ზოდიაქოში, რაც იწვევს ემოციურ მერყეობას და განაპირობებს აგრესიული თუ დეპრესიული გამოვლინებების ტენდენციას. მოსალოდნელია კონფლიქტები, შეცდომები, ცდუნებები და სხვათა ზეგავლენის ქვეშ მოქცევა. სიფრთხილე გმართებთ ფიზიკურ ტრავმებთან და ჯანმრთელობის უეცარ გაუარესებასთან დაკავშირებითაც.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანი – ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ არის სასურველი. უმჯობესია თავი შეიკავოთ მარილიანი, ცხარე და ალერგიის გამომწვევი საკვების მიღებისგან, განსაკუთრებით ხორცეულის, თაფლისა და ზედმეტი სითხისგან.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისთვის და ყოველდღიური, რუტინული საქმეების მოსაგვარებლად. არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება, მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების დადება და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. მოერიდეთ ფულის სესხებასა და გასესხებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ბინის შეცვლას, მგზავრობას, ნოტარიული საბუთების გაფორმებას.

დღის მინერალები – სასიკეთოა ნეფრიტი, ოპალი, ლაზურიტი, ჟადეიტი და თოფაზი – ისინი მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებსა და შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღე ექნებათ მშვილდოსნებსა და მერწყულებს, ხოლო შედარებით რთული იქნება ქალწულებისა და მორიელებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები