LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

236
მიხეილ ცაგარელი

დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა, რადგან გვაქვს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება ერთდროულად. შესაბამისად, დღე გეომაგნიტური და რთული ენერგიების მატარებელია. ამით სრულდება ორკვირიანი დაბნელებათა დერეფანი, რომელიც დაიწყო 7 სექტემბერს მთვარის დაბნელებით და სრულდება დღეს ახალმთვარეობითა და მზის დაბნელებით.

მზისა და მთვარის ენერგიათა შეერთება ქალწულის ზოდიაქოში ადამიანებში განაპირობებს აგრესიას, დეპრესიას, კონფლიქტებს, ტრავმულ და ავარიულ ტენდენციებს, შეცდომებს, ცდუნებებს, კრიტიკულობას, ჯანმრთელობის გაუარესებასა და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს. ამიტომ დღეს განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.

დღის რეკომენდაციები – ნუ იქნებით ზედმეტად მეწვრილმანე და პრაგმატული. გაიზრდება პესიმიზმი, ფსიქოლოგიური და ნევროზული პრობლემებიც შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთი ადამიანის ხასიათში. ეს დღე ერთგვარი სულიერი გარდაქმნის პერიოდია, როდესაც თითოეული იღებს იმას, რასაც იმსახურებს. აკონტროლეთ და გამოასწორეთ მავნე ჩვევები და ხასიათის უარყოფითი მხარეები — ამას დღეს განსაკუთრებულად მოითხოვს სამყარო. ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში მათი თხოვნის გარეშე.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები -დღე ხელსაყრელია დალაგებისა და დასუფთავებისთვის. შეინარჩუნეთ როგორც შინაგანი სულიერი, ისე გარეგანი სისუფთავე. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან თვალის ენერგეტიკული ზემოქმედებისა და სხვა ენერგოდაბინძურების ტენდენცია მაღალია.

ასევე მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, ტოქსიკურ ურთიერთობებსა და ადამიანებს, სარისკო მოქმედებებს, ახალი საქმის დაწყებასა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. დღეს მაღალია ინტრიგებისა და მოტყუების ალბათობა. სასურველია ლოცვა, კურთხევის გაცემა და სიკეთის კეთება. ნუ გადაღლით თვალებს. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხებასა და გასესხებას, ქორწინებას, პარტნიორულ ურთიერთობებსა და ახალ ნაცნობობებს, უძრავი ქონების ოპერაციებს.

ჯანმრთელობა – მოსალოდნელია დიაბეტის გამწვავება, ამიტომ აკონტროლეთ კვება. ასევე მაღალია მოწამვლის ალბათობა – ყურადღება მიაქციეთ საკვების და სასმელების ხარისხს. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღე აქვთ: კუროს, ქალწულს, მორიელს და თევზებს. შედარებით დაძაბულია ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები