LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1522
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:39-დან 17:43 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

ყურადღებით გაეცანით ყველა დოკუმენტს ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორის გრძნობებით მანიპულირება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულინარული ექსპერიმენეტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ჭურჭლის და ავეჯის, ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. პოზიტიური დღეა კბილების, ხერხემლის და ძვლოვანი სისტემის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ბიოდანამატებიანი პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ალექსანდრიტი, ოპალი, ქარვა, სარდიონი და ბრილიანტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღვანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები