LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4979
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი გაგრძელდება ღამის პირველი საათიდან 24 საათამდე, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მთელი დღე ამ გავლენის ქვეშ ვიმყოფებით. ამ პერიოდში ადამიანებში საგრძნობლად დუნდება ყურადღება, რაც შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მოეთხოვებათ ქვეითად მოსიარულეებსა და მძღოლებს.

მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ დღე გეომაგნიტურად აქტიურია. ეს ქმნის დამატებით ზეწოლას გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე და შესაძლოა გამოიწვიოს უგუნებობა, წნევის ცვლილება ან სხვა დისკომფორტი. რეკომენდებულია წნევის კონტროლი და ორგანიზმის ზოგადი ტონუსის შენარჩუნება.

დღის რეკომენდაცია – დღეს იზრდება ინტუიციური აღქმა. დღე ხელსაყრელია იურიდიული საკითხების გადასაჭრელად და მათი ახლებური შეფასებისათვის.

იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ რთული და გაუგებარი სიტუაციების გადალახვაში. დღეს არ არის მიზანშეწონილი ნიშნობა, ქორწინება და მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმებების გაფორმება. ასევე მოერიდეთ ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკულ შენიშვნებსა და პრეტენზიების გამოხატვას.

ჯანმრთელობა – სასარგებლოა თვალების, ნერვული სისტემისა და ვენების მკურნალობა. საკვების რაციონში რეკომენდებულია ზღვის პროდუქტების, ბოსტნეულისა და ლიმონის ჩართვა – ისინი გააძლიერებენ იმუნურ სისტემას.

მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, საუნას, სოლარიუმს, გადაღლას და ნერვულ სტრესს.

სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამ ზონებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – კარგი დღეა ახალი სამსახურის დაწყებად, მეგობრული კონტაქტების გასაღრმავებლად. დღევანდელი დღე ხელს უწყობს გართობას და ლატარიის ბილეთების შეძენას.

ამავდროულად, არ ვარგა ფინანსური შეთანხმებების, ბინის შეცვლის, ნიშნობისა და ქორწინებისათვის.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასურველია ბრილიანტის, სარდიონის, მთის ბროლისა და ქარვის გამოყენება – ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს. ასევე, გაზრდიან სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებსა და მოიზიდავენ ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ, ბეჟ და ლურჯ ტონალობებს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღე ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები