LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2097
მიხეილ ცაგარელი

თავი შეიკავეთ უკმეხობისა და ხისტი გამონათქვამებისგან, არც ღირს ძალის გამოყენება საკუთარი მიზნის მისაღწევად.

ენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მასზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო აქტივობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი მოთუშული ბოსტნეულით და ფაფებით. მოერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, სარდიონი, აკვამარინი, ძოწი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები