LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3151
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

ასევე, ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება 18:45 საათზე და გაგრძელდება 19:54 საათამდე. ამ პერიოდში მთვარის ენერგია აქვეითებს კონცენტრაციას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

პარტნიორული ურთიერთობები – შესაძლებელი იქნება რთული საკითხების შედარებით მარტივად მოგვარება და გეგმებში გარკვეული კორექტირების შეტანა.

ჯანმრთელობა – ეფექტიანია კუჭ-ნაწლავისა და გულ-მკერდის არესთან დაკავშირებული მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება კანი, ხერხემალი, ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები და თვალები. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ მანუალურ მასაჟს, მკვეთრ მოძრაობებს, სიმძიმეების აწევას და ტატუს გაკეთებას. ასევე, სასურველია თავი აარიდოთ თხილის, ციტრუსების და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია ბინისა და ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ამავდროულად, მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს; არ არის სასურველი ვაჭრობა, ქორწინება, ახალი კავშირების დამყარება, ხელმძღვანელ პირებთან და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა, ასევე ახალი თანამშრომლების მიღება სამსახურში. დღე სასიკეთოა მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის, ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის, უძრავი ქონების ოპერაციებისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, სარესტავრაციო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის.

დღის მინერალები და ფერები – ონიქსი, აქატი, ოპალი და მარჯანი მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ყავისფერი, კრემისფერი, ყვითელი, მწვანე და ნაცრისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება თხის რქისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები