LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1090
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტური ენერგიებით არის სავსე. ეს ენერგიები, დღის განმავლობაში, პრობლემას უქმნიან ადამიანის გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, იწვევენ თავის ტკივილს, წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებს. იყავით ყურადღებით, რადგან დღეს და ხვალ შეიძლება წარმოიქმნას არაერთი პროვოკაციული კითხვა და წინადადება. ნუ შეიზღუდავთ თავს შთაბეჭდილებების მიღების კუთხით. დღეს შინაგანი ემოციები გრძნობების ურთიერთწინააღმდეგობას წარმოქმნიან. დღეს და ხვალ მანდილოსნები ცუდად აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს, მეტად კონფლიქტურები ხდებიან, ამიტომ მამაკაცებმა ეს უნდა გაითვალისწინონ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს კარგია ვარჯიში, წყლის პროცედურების ჩატარება, მასაჟი, არომათერაპია, თვითშემეცნება, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, თმის შეჭრა.  

დღეს არ არის სასურველი ნოტარიული საბუთების გაფორმება, ახალი საქმიანობის დაწყება, სხივური თერაპია, რენტგენი, პარტნიორული თანამშრომლობა, სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა, სესხის აღება, ბინის შეცვლა.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდსასქესო, რეპროდუქციული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის. დღეს დიდია ვენერვიული დაავადებების წარმოქმნის ტენდენცია.

საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ვაშლი, მანდარინი, ბანანი, ყურძენი, ზღვის პროდუქტები, ისინი ძალიან კარგად იმოქმედებენ ორგანიზმზე.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ: ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, იასპი, იაგუნდი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შანსებს.

ფერებიდან გამოიყენეთ: წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი. ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის, შედარებით დაძაბულია ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები