მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:34-დან 14:03 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, ქორწინებისა და რომანტიკული კავშირების გასაბმელად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად, კონტრაქტების გასაფორმებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მეტი დაისვენეთ და მოერიდეთ გადაიტვირთვას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფეხის ტერფებს და სახის კანს, მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ლალი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარს და მომხიბვლელობას, დაგიცავენ ნეგატიური ძალების გავლენისგან, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და მერწყულისთვის, შედარებით რთული დღე ელით კირჩხიბს და ქალწულს.