დღეს მზე იმყოფება ემოციურ, მგრძნობიარე და ინტუიციით აღჭურვილ კირჩხიბის ზოდიაქოში, ხოლო მთვარე – სტაბილურ, ორგანიზებულ და დისციპლინურ კუროში. პლანეტური განლაგება ჩვენს ხასიათში გააძლიერებს ემოციურობას, სენტიმენტალურობას, შინაგან მოწყვლადობას, ერთგულებასა და პრაქტიკულ მიდგომას. დღის განმავლობაში მოსალოდნელია იდუმალი ან არაცნობიერი მოვლენების გააქტიურება, რაც გულისხმობს სიფრთხილის და თავმდაბლობის გამოჩენას.
ეცადეთ თავი შეიკავოთ ზედმეტი პირდაპირობისა და სიხისტისგან – განსაკუთრებით ურთიერთობებში.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე მოითხოვს მოთმინებასა და ემპათიას. არ ღირს კატეგორიულობა. მოერიდეთ კამათს, გაკიცხვასა და მორალურ შეფასებებს. გამოხატეთ მეტი სითბო, ვიდრე დაპირისპირება.
ჯანმრთელობა – დღე ენერგეტიკულად შედარებით სუსტ ზემოქმედებას ახდენს ყელზე, ენდოკრინულ სისტემაზე, ფარისებრ ჯირკვალზე და სწორი ნაწლავის ფუნქციაზე. ამ ორგანოების მიმართ ჩარევები ან მკვეთრი ფიზიკური ზემოქმედება (კისრის მკვეთრი მოძრაობა) სასურველი არ არის. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება
მიზანშეწონილია თავი შეიკავოთ ხორცისგან და ცივი გაზიანი სასმელებისგან. უპირატესობა მიეცით თბილ სითხეებს, მაგალითად, ჩაის თაფლის დამატებით.
დღე არ არის სახარბიელო პაპილომებისა და ხალების მოცილებისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელსაყრელია ქორწინების, ახალი ნაცნობობის, მეგობრობის გაღრმავებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი პერიოდია დიზაინის ცვლილების, ვაჭრობის დაწყების, მშენებლობის ან რემონტისათვის. წარმატება ახლავს ცხოველების შეძენასა და მოგზაურობასაც.
თავი შეიკავეთ უკიდურესობებისგან, მათ შორის ემოციური რეაქციებისა და სარისკო მოქმედებებისგან. არ დაგეგმოთ რთული ოპერაციები ან ძვირადღირებული ფინანსური გადაწყვეტილებები. აკონტროლეთ საფულე, გადაადგილებისას კი გამოიჩინეთ ყურადღება.
დღის ფერები და მინერალები – დღეს თქვენს ენერგეტიკულ ველს გააძლიერებს ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ბეჟი, ლურჯი და ტერაკოტისფერი ტონები. სასურველი მინერალებია: აქატი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ზურმუხტი – ისინი მოიზიდავენ თქვენდამი კოსმოსის სასიკეთო ენერგიებს და გააძლიერებენ შინაგან სიმშვიდესა და სტაბილურობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით იღბლიანია კუროს, თევზების, მორიელისა და ქალწულისთვის. შედარებით სიფრთხილეა საჭირო ტყუპების, ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.